ტობანიერის საჯარო სკოლის გეოგრაფიის კლუბის წევრებმა ქართველი ალპინისტი ქალის - ალექსანდა ჯაფარიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას პრეზენტაცია მიუძღვნეს
03-04-2024
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. სასწავლო წლის განმავლობაში კი, არაერთი საინტერესო ღონისძიება თუ პროექტი ტარდება.
ამჯერად, გეოგრაფიის კლუბის - „ერთი მწიკვი გეოგრაფია“ წევრებმა მორიგი შეხვედრა გამართეს. მათ პირველი ქართველი ალპინისტი ქალის - ალექსანდა ჯაფარიძის შესახებ ისაუბრეს და მისი ბიოგრაფია და მოღვაწეობა სასკოლო საზოგადოებას გააცნეს.
შეხვედრის მიმდინარეობაში ყველა მონდომებით ჩაერთო, კლუბის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს, ამომწურავად ისაუბრეს და შეკითხვებსაც უპასუხეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს