დაბლაციხის საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს საინფორმაციო შეხვედრა მიეძღვნა
03-04-2024
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო, სადაც ტექნოლოგიების მასწავლებელმა - თამარ შელეგიამ აუტიზმის შესახებ პრეზენტაცია- „წვიმის კაცი“ გამართა. შეხვედრას სამივე საფეხურის მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის დირექცია ესწრებოდა.

მათ შემდეგი გზავნილები გააჟღერეს:

  • „ჩვენ ყველანი, თითოეული ჩვენგანი, ვართ განსაკუთრებული და რა მნიშვნელობა აქვს, რას ვფლობთ ჭარბად, ან რას ვართ მოკლებული“;
  • „მე უპირველეს ყოვლისა ბავშვი ვარ. აუტიზმი ჩემი ხასიათის ერთი სპექტრია“;
  • „მე სარკე ვარ, რათა დაინახო რამდენად კარგი ხარ“;
  • „ჩემს აუტიზმს სიბრალული არ სჭირდება“.

 „აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ტარდება უამრავი ღონისძიება რომელიც აუტიზმის მქონე ადამიანების გაგებისა და მიმღებლობის შესაძლებლობების გაზრდას ეძღვნება. ვანათებ სიკეთით, გაანათე ლურჯად, აუტიზმის გასაღები სიყვარულია“,- აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203