ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი მუმლაძემ, ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში, გამართულ კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა
03-04-2024
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა წარმატებულ მომავალზეც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელ ნინო ჩხეტიას სადამრიგებლო - მე-12 კლასის მოსწავლე ანი მუმლაძეა. ის,  ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში, ფრანგული ინსტიტუტის ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობდა. მოსწავლემ შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინა და აღნიშნულ კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა.

ანი მუმლაძეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

„ვულოცავთ ანის და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ“,- სკოლაში მოსწავლის მიღწევით ხარობენ, ამაყობენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203