ტყიბულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკალათბურთო ტურნირში ღირსეულად იასპარეზეს
ტყიბულის N5 საჯარო სკოლაში აქტიური და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა განვითარებაზეც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ახლახან, მოსწავლეები სპორტული ცენტრის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტყიბულის სპორტის სასახლეში ჩატარებულ ტურნირში მონაწილეობდნენ. შეჯიბრზე კალათბურთში გარდამავალი თასი გათამაშდა და ის ყოფილი კალათბურთელის რომან კეთილაძის ხსოვნას ეძღვნებოდა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს. შეჯიბრება ორ ქვეჯგუფში ოლიმპიური სისტემით გაიმართა. ნახევარფინალში გასულ გუნდებს შორის დაძაბული შეხვედრების შემდეგ კი საპრიზო ადგილების მფლობელები გამოვლინდნენ.
აღსანიშნავია, რომ ტყიბულის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე ზრუნავენ.