ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პრეზენტაცია და მათი ხელით მომზადებული კარტოფილის კერძები
03-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - ანნა პეტროსიანმა VI კლასში მოაწყო აქტივობა, რომელიც სასოფლო-სამეურნო კულტურიდან კარტოფილით მომზდებულ კერძებს ეძღვნებოდა. აქტივობა ეწოდა „ჯავახეთის კარტოფილის კერძების დღე“.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებელი მშობლებთან და მასწავლებლებთან თანამშრომლობდა. მოსწავლეებმა, მშობლების დამხმარებით, კერძები მოამზადეს და წარადგინეს. მათ რეცეპტებზეც ისაუბრეს, რამაც დამსწრე საზოგადოება დააინტერესა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მასწავლებლები მოსწავლეების ჩართულობითა და კითხვა-პასუხით, რაც ჯავახეთის რეგიონსა და სოფლის მეურნეობას ეხებოდა, აღფრთოვანებულები იყვნენ.
„მოსწავლეებმა დანომრეს მაგიდები, შეარჩიეს სომხურ-ქართული სტილი, სომხური და ქართული კერძების მენიუ. ბავშვებმა კლასს მშობლების მიერ თავიანთი ნაკვეთებზე მოყვანილი კარტოფილის სახეობები წარუდგინეს. აქტივობა შემეცნებითი იყო, რამაც მოსწავლეებს მშობლიური მხარის შესახებ ცოდნა შესძინა“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს