დილისკის N2 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს
03-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. იქ მნიშვნელოვან თარიღებს თემატური ღონისძიებები ეძღვნება.
ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს. მოსწავლეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, აღდგომის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ საზეიმო განწყობას სადღესასწაულოდ მორთული გარემო უფრო ამაღლებდა. მოსწავლეები თემატურად წითელი ფერის სამოსში იყვნენ გამოწყობილი. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ. სკოლაში მიტანილი ჰქონდათ ამ დღის სიმბოლო - პასკა და წითელი კვერცხი.
შეგახსენებთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული სომხურმა ეკლესიამ 31 მარტს აღნიშნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს