დაშბაშის საჯარო სკოლაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა
03-04-2024
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული არაერთი აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სკოლაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში, რუსულ ენაში, სასკოლო სასწავლო პროექტი - Международный день детской книги, ხორციელდება.

აღნიშნული პროექტის მიზანია აზროვნების, მოსმენისა და გაგების უნარების განვითარება. მის ფარგლებში, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები ჰანს კრისტიან ანდერსენის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას გაეცნენ. მათ რუსულ ენაზე მოთხრობა - Гадкии утенок, Дюймовочка წაიკითხეს. აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. 

მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. მოსწავლეებისთვის აღნიშნული გაკვეთილი ძალიან საინტერესო იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203