გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში გრიპის ვირუსის საფრთხეებსა და ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობას ღია გაკვეთილი მიეძღვნა
03-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - მარგარიტა კიურეღიანმა ღია გაკვეთილი ჩაატარა თემაზე - „გრიპი“.

ღია გაკვეთილზე, მოსწავლეებმა აღნიშნეს გრიპის ვირუსების საფრთზე და ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობა. მათ ასევე ისაუბრეს თუ რა უნდა გააკეთონ, იმისთვის, რომ გრიპი თავიდან აიცილონ.

მათ საინტერესო პრეზენტაციები მომზადეს და ერთმანეთს საჭირო ცოდნა გაუზიარეს, რაც აუცილებლად გამოადგებათ.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203