წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ​ საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს
03-04-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ამ თარიღთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში მკითხველთა კლუბის ყველაზე ნორჩი წევრები, პირველკლასელები შეიკრიბნენ.

კლუბის ხელმძღვანელმა - თეა ჭუმბურიძემ პატარებს ამ დღისა და სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის სარგებლობის შესახებ ესაუბრა. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს რამდენად მნიშვნელოვანია წიგნების კითხვა.

მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეებმა იქვე შეარჩიეს წიგნები და ბიბლიოთეკის გამგეს დაჰპირდნენ, რომ ხშირად ესტუმრებიან. 

საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს მსოფლიო ცნობილი მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს, 2 აპრილს აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203