საყულიის საჯარო სკოლაში დანიელი მეზღაპრის - ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი მიეძღვნა 
03-04-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს ასწავლიან. 

ახლახან, III-IV კლასების მოსწავლეებმა დანიელი მეზღაპრის - ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღე აღნიშნეს. ბავშვებმა წაიკითხეს მათი საყვარელი ზღაპრები: „პატარა ქალთევზა“, „პრინცესა მუხუდოს მარცვალზე“, „თოვლის დედოფალი“, რომელთა შესახებაც შემდგომ საინტერესოდ იმსჯელეს.

მასწავლებლები: ნინო ჯინჭველაშვილი და ლია ჯიმშელეიშვილი, ბავშვებს მეზღაპრის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ესაუბრნენ. მოსწავლეებმა მის შესახებ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიიღეს.

ეს დღე საინტერესო, შემეცნებითი და ნაყოფიერი იყო მოსწავლეთათვის.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203