„მემკვიდრეობის მცველები“ - გელათის საჯარო სკოლაში, საგანმათლებლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა გაიმართა
03-04-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბ „გაენათის“ ინიციატივით ხორციელდება პროექტი - „მემკვიდრეობის მცველები“.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანია:

  • მოსწავლეს გამოუმუშავდეს პატივისცემის გრძნობა და მზრუნველი დამოკიდებულება ადამიანის წარსულსა და აწმყოში შექმნილი მატერიალური თუ არამატერიალური კულტურის ნიმუშების მიმართ;
  • მოსწავლემ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციაში;
  • მოსწავლემ შეძლოს კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ინტერდისციპლინარული კავშირების გათვალისწინება და არაფორმალური განათლების გაძლიერება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების განვითარების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის (ბოშები, ებრაელები...) ტრადიციებს, ჩვეულებებს, ტრადიციული კერძების რეცეპტებს. ისინი მრავალფეროვან აქტივობებს ახორციელებენ და საზოგადოების ცნობირების ამაღლებაში წვლილი შეაქვთ.

ამჯერად, ანა შალიკიანმა ისაუბრა ბოშების შესახებ. მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა ქეისი, შემდგომ კი გამართეს დისკუსია.

შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.

აქტივობა განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203