ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სპეციალურმა მასწავლებელმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა
10-04-2024

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის პედაგოგები არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ განათლებაზე, არამედ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ. 

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს, სპეციალურმა მასწავლებელმა ნანა ბაჯელიძემ სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩაატარა. აქტივობას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლები.

პედაგოგმა ბავშვებთან ერთად აუტიზმზე არსებული სტერეოტიპები დაამსხვრია. მოსწავლეებმა მცდარ მოსაზრებებს ფაქტები დაუპირისპირეს და ახალი ცოდნა და ინფორმაცია შეიძინეს. 

2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203