ბახვის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შემეცნებითი აქტივობები ჩატარდა
05-04-2024

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა. 

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სპეციალურმა მასწავლებელმა - ნანა ბაჯელიძემ, ბუნებისმეტყველებისა და ბიოლოგიის მასწავლებლებთან ერთად, დაწყებით საფეხურზე საინფორმაციო შეხვედრები და სხვადასხვა აქტივობები. 

მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად დაუნის სინდრომის შესახებ არსებული მითები დაამსხვრიეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან. 

აქტივობები, რომლებიც დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად, ბავშვებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203