ბახვის საჯარო სკოლის წიგნადი ფონდი კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურით გამდიდრდა
04-04-2024
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

ამჯერად კი, სკოლის წიგნის ფონდი კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა და გამდიდრდა. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ სკოლას მოსწავლეთათვის მეტად საინტერესო და საჭირო კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა გადასცა.

სასკოლო საზოგადოებამ საჩუქრით გაიხარა, ეს მოსწავლეთა დამატებითი მოტივაციის წყაროა.

„ძალიან დიდი მადლობა „ბაკურ სულაკაურის გამომცმლობას“ ამ საჩუქრისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203