
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-3 კლასელი ანდრია ნაჭყებია, რომელიც კომბინირებული ოლიმპიადის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება) ფინალურ ტურში წარმატებით მონაწილეობდა.
მოსწავლე ამ მიღწევისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა. ასევე, მადლობის სიგელი გადაეცა სკოლის დირექტორს - მზია ვაშალომიძეს კომბინირებულ ოლიმპიადაში მე-3 კლასის მოსწავლის, ანდრია ნაჭყებიას ფინალურ ტურში მიღწეული წარმატების ხელშეწყობისთვის.
სკოლაში მესამეკლასელის მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და კიდევ ბევრ აღიარებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: