წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასში ექიმის საათი გაიმართა
04-04-2024
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სხვადასხვა მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლაში ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს. მის ფარგლებში, ექიმის საათი მე-11 კლასში გაიმართა. 

მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს, საინტერესოდ ისაუბრეს და ცოდნა გაიღრმავეს. მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდათ, აქტივობამ კი წარმატებით ჩაიარა.

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი ნ.ბაზაძეა, რომელიც მოსწავლეთა მოტივირებასა და წინსვლაზე დაუღალავად ზრუნავს. ამ მიზნით კი, არაერთ აქტივობას იყენებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203