გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე საინტრესოდ აღინიშნა
02-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს კითხვის საათი მიეძღვნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - ლია მარგიშვილმა მე-5 კლასში კითხვის საათი ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს წინასწარ შერჩეული ჰქონდათ საყვარელი ზღაპრები, ზოგმა მოსწავლემ ზღაპრები გამოთქმით, ჟესტიკულაციითა და მხატვრულად წაიკითხა, ზოგმა კი დახატა ზღაპრის მთავარი გმირები და სურათების მიხედვით საყვარელი ზღაპრები სიუჟეტი მოყვა. 

ცნობისთვის, 1967 წლიდან მოყოლებული 2 აპრილს საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ემთხვევა დანიელი პოეტისა და მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203