წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ექიმი მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტიურ პოპულარიზაციას ეწევა
04-04-2024
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიმართულებით, არაერთი აქტივობა იმართება.
ახლახან, მე-5ა კლასში სკოლის ექიმმა - თამარ ფანჩულიძემ საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარა. მისი თემა იყო „ჯანსაღი სხეულში ჯანსაღი სულია“. შეხვედრის მიმდინარეობაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, მათ საინტერესო ცნობები გაიგეს და ცოდნა გაიღრმავეს.
სხვადასხვა მულტფილმებიდან თემატურმა სახალისო ვიდეორგოლებმა, რომელიც პრეზენტაციისას უჩვენეს, შეხვედრა კიდევ უფრო სახალისო გახადა.
მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ისაუბრეს, აზრი გამოთქვეს და სათქმელი მკაფიოდ დააფიქსირეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს