წყალტუბოს N1 სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია ჩატარდა
02-04-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, სკოლაში, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა.

ჯანმრთელობის კვირეულის ფარგლებში, სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა, რომლის ორგანიზატორები სპეციალური მასწავლებელი ნინო ჯიმშელეიშვილი, სკოლის ექიმები: ნ. იოსელიანი, თამარ ფანჩულიძე და „ჰელფინგ ჰენდის“ ლიდერი მოსწავლე ლუკა ტყაბლაძე გახლდათ.

პრეზენტაციაზე მათ აღნიშნული თემის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს.

პრეზენტაციაზე ასევე განიხილეს სკოლის დირექტორის - ფაქიზო ფანჩულიძის ნაჩუქარი 2 წიგნი აუტიზმის შესახებ.

პრეზენტაციის ორგანიზატორებმა ამ დღის მეშვეობით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ხელი შეუწყვეს.

2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203