ბათუმის N30 სკოლის მოსწავლეებმა, სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, ცივი და ცხელი უალკოჰოლო სასმელების მომზადება ისწავლეს
ბათუმის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად მათ, ცივი და ცხელი უალკოჰოლო სასმელების მომზადება ისწავლეს. სწავლება პროფესიული უნარების განვითარების სასერტიფიკატო პროგრამის - მომსახურების სერვისი სარესტორნო სფეროში (მიმტანი - ბარისტა) ფარგლებში მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამა კოლეჯ „ბლექსის“ და პროფესიული უნარების სააგენტოს ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
მოსწავლეები სწავლებაში მონდომებით ჩაერთნენ, ბარისტას საქმიანობა ხალისით აითვისეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
„რას ინებებთ? ლიმონათს, ჩაის, ყავას? იქნებ ახლად დაწურული წვენი გესიამოვნებათ ან ლიმონათი. ისეთი ამინდია უალკოჰოლო მოჰიტოც შეიძლება. სმუზზე და ფრეშზე უარს ვერ გვეტყვით. ესპრესო, ლატე მაკიატო, კაპუჩინო, მოკა და ცხელი შოკოლადი - არჩევანი დიდია
ცივი და ცხელი უალკოჰოლო სასმელების მომზადება უკვე ისწავლეს მოსწავლეებმა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მსგავს პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობა ახარებთ.
იხილეთ ფოტოები: