ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბუნებრივი კატასტროფების შესახებ პოსტერები შექმნეს
03-04-2024
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
მათ პროფესიონალი მასწავლებლები საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა ბუნებრივი კატასტროფების, ქარისა და წყლის ენერგიების შესახებ პოსტერები შექმნეს.
მათ მონდომებით იმუშავეს, შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და ნამუშევრები მოამზადეს. მოსწავლეებმა აღნიშნული თემების შესახებ ვრცლად ისაუბრეს და ცოდნა გაიღრმავეს.