„დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“ - ლამაზი ღონისძიება ორხვის საჯარო სკოლაში
02-04-2024
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება. 

რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც გაზაფხულის პირველი დღესასწაული - 3 მარტი ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, დაწყებით კლასის პედაგოგის - ხათუნა ქვარიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო“ გაიმართა. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ მშობლებსა და მასწავლებლებს საკუთარი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები გადასცეს.

მოსწავლეებმა საყვარელი ადამიანების გახარება შეძლეს. სკოლაში დედის დღესა და ზოგადად, ცხოვრებაში მშობლის როლზეც ისაუბრეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203