
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა სახელგანთქმული საზოგადო მოღვაწეების შესახებ ცოდნის ამაღლებასა და მათი შემოქმედების გაცნობას.
სწორედ ამ მიზნით, სკოლა ევროპელ ავტორთა დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ინგლისური ენის პედაგოგებმა: თეონა სარალიძემ და ლიანა ლონდარიძემ, ბავშვებს უილიამ შექსპირის ცხოვრება და მოღვაწეობა გააცნეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა „რომეო და ჯულიეტა“, 66 სონეტი ქართულ და ინგლისურ ენებზე წაიკითხეს და ასევე, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა მოაწყვეს.
იხილეთ ფოტოები: