ოყურეშის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ყოველდღიურად გამოყენებადი ხსნარების მჟავიანობა დაადგინეს
02-04-2024
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო, მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობა ეწყობა.
ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეებმა ქიმიაში კომპლექსური სამუშაო შეასრულეს. დავალების პირობა იყო „ყოველდღიურად გამოყენებული ხსნარების pH- ის დადგენა“. მათ დიდი მონდომებით იმუშავეს, დავალებას თავი წარმატებით გაართვეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ცდები ჩაატარეს და ხსნარების მჟავიანობა დაადგინეს.
როგორც ქიმიის პედაგოგი ზოია ხაჭაპურიძე ამბობს, მოსწავლეები ხალისით, ინტერესითა და დიდი მონდომებით ერთვებიან კეთებით სწავლებაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს