ტბეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედებს ლექსები მიუძღვნეს
02-04-2024

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები იმართება.

მათ შორის იყო გაზაფხულის პირველი დღესასწაულის - 3 მარტისადმი მიძღვნილი აქტივობა. პირველკლასელმა ანდრია დავითაძემ, მეორეკლასელმა - ცოტნე შარაძემ და მესამეკლასელმა ილია შარაძემ დედებს ემოციური ლექსები მიუძღვნეს, მათ გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და სიყვარულის გამომხატველი სიტყვებით შეამკეს.

ბავშვებმა აღნიშნეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ დედებს მათ ცხოვრებაში.

ეს დღე ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ვიდეოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203