დანისპარაულის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
02-04-2024
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული. 

სასკოლო საზოგადოება კი მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის შესაბამისად აღნიშნავს. ახლახან, მე-8 კლასში, ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თემატური აქტივობა გაიმართა. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები ბიოლოგიის მასწავლებლის და ეკოკლუბის ხელმძღვანელის ნაირა გელაძის ორგანიზებით ჩაერთნენ. მათ აღნიშნული საკითხის შესახებ ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ნამუშევრები დაამზადეს. 

სკოლაში მოსწავლეთა შესაძლებლობების წარმოჩენასა და ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203