
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი ღონისძიებები ეძღვნება.
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლაში აქტივობები გაიმართა.
მოსწავლეებს სპეციალურმა პედაგოგმა ნინო აფციაურმა აუტიზმის შესახებ ინფორმაცია გააცნო და თქვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სტერეორიპების დამსხვრევა, სოლიდარობა და ურთიერთთანადგომა. გარდა ამისა, მოსწავლეებმა სპეციალური პედაგოგის - ნინო აფციაურისა და კლასის ხელმძღვანელის - მარიამ ბაინდურაშვილის დახმარებით, პლაკატი - „2 აპრილი - აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღე“ შექმნეს. მათ ნამუშევარი სასკოლო სივრცეში განათავსეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: