ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები 1991 წლის რეფერენდუმიდან 33-ე წლისთავს საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ
02-04-2024
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით, სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება და მნიშვნელოვანი თარიღები აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმთან დაკავშირებით, მე-7 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება მოაწყვეს. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, პრეზენტაციები მოამზადეს და წარმატებით წარადგინეს. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მასშტაბით მოეწყო მოსახლეობის საერთო-სახალხო გამოკითხვა. მის მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა, რაც იმავე წლის 9 აპრილს მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო აქტით გაფორმდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია