დიდაჭარის საჯარო სკოლაში სახელგანთქმული მეზღაპრის - ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღე აღნიშნეს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესო მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში მსოფლიოში სახელგანთქმული მეზღაპრის ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა I, II, III და IV კლასის მოსწავლეებს ანდერსენის ბიოგრაფია გააცნეს და ზღაპარი „ნამცეცა“ უჩვენეს.
აქტივობა მასწავლებლების მერი გობაძის, დალი წულუკიძის, მავი წულუკიძისა დს ლიანა დეკანაძის ჩართულობით გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, ისინი პედაგოგების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ყურადღებით უსმენდნენ. შედეგად კი, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მათთვის მსგავსი აქტივობები ძალიან საინტერესოა.
იხილეთ ფოტოები: