
„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეები არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობენ და ცოდნასა და შესაძლებლობებს ფართო აუდიტორიის წინაშე წარმატებით წარმოაჩენენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა საოცარი ფურორი მოახდინეს ტუნისში, I-fest ის კონფერენციაზე და ერთი ოქროს და 5 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ახლა კი, წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეებით დაკომპლექტებულ გუნდს ელის დაუვიწყარი მოგზაურობა საჰარას სავანაში.
„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლაში“ ყველაზე მეტად სჯერათ, რომ სწავლის ბოლო ყოველთვის ტკბილია - მოსწავლეები კი ამას მათი წარმატებებით ამტკიცებენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გუნდმა უკვე მიიღო მიწვევა მომავალი წლის ტუნისის კონფერენციიდან.
იხილეთ ფოტოები: