ნაგების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს
02-04-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეების განწყობის ამაღლებაზე განსაკუთრებით ზრუნავენ და მათთვის მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრების შეთავაზებას დიდ ყურადღებას უთმობენ. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება, რომელშიც მოსწვალეები დიდი მონდომებით ერთვებიან, მათ შორის აღსანიშნავია, დედის დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენა. 

ღონისძიება პედგაოგებისნელიკო გიგანის (მე-2- მე-4 კლასები), ლალი გიორგობიანის (მე-5 - მე-8 კლასები) და ნესტან ლეშკაშელის (მე-6 - მე-7 კლასები) ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

მოსწავლეებმა სხვადასხვა მრავალფეროვანი ნომრებით გაალამაზეს ღონისძიება და დედებს დღესასწაული ემოციური სიტყვით მიულოცეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგმა, ნელიკო გიგანმა აუდიტორია სახალისო აქტივობებით გაამხიარულა და დღე მეტად დასამახსოვრებელი გახადა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203