
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა წახალისებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, სასკოლო პროექტის - „ცხოვრების ჯანსაღ წესი“, ფარგლებში, მე-10 კლასისა და ეკოკლუბის წევრების ჩართულობით გაიმართა საინტერესო აქტივობა.
„იცხოვრეთ ჯანსაღად“, „სუფთა წყალი და სანიტარია“ - ამ სახელწოდებებით, მოსწავლეებმა პლაკატები დაამზადეს, სადაც ხაზი გაუსვეს ჯანსაღად ცხოვრების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
მოსწავლეებმა პლაკატები სასკოლო სივრცეში განათავსეს, სასკოლო საზოგადოების წახალისებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით.
იხილეთ ფოტოები: