
ზესტაფონის ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებისა და მრავალმხრივი განვითარების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობები და ღონისძიებები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ევროპელი ავტორების დღე აღინიშნა საინტერესოდ.
სკოლაში, ამ დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება „ჩვენ ვკითხულობთ ევროპელ მწერლებს“ ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე ბავშვებმა არაერთი ევროპელი მწერლის ნაწარმოები განიხილეს და ურჩიეს თავიანთ თანატოლებს მათი წაკითხვა. მათ ასევე წიგნების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის კათედრის მასწავლებლები.
ევროპელი ავტორების დღე 25 მარტს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: