
ზესტაფონის მომავლის სკოლაში მოსწავლეებს წიგნების მიმართ სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ და მათ საინტერესო, საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-7 კლასში, პედაგოგ ქეთევან კვესიტაძის ხელმძღვანელობით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში აქტივობა - „წაიკითხე წიგნი და ურჩიე მეგობარს“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა საყვარელი ნაწარმოებების შესახებ საინტერესო პლაკატები და კედლის გაზეთი შექმნეს. ისინი ლამაზი, ნახატებით გააფორმეს, სადაც შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ბავშვებმა წაკითხული ნაწარმოებების შესახებ იმსჯელეს, ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
მოსწავლეებმა ასევე წიგნების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს და საზოგადოებას კითხვისკენ მოუწოდეს.
მსგავსი აქტივობები კითხვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: