
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, განძის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები ხალისით ერთვებიან სასწავლო პროცესში, რაც, თამამად ვიტყვით, პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებაა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს უყვართ თითოეულ საგანი და პედაგოგებიც ცდილობენ, გაკვეთილის მიმდინარეობას ისეთი აქტივობები შესთავაზონ, ბავშვებს სწავლა ეხალისებოდეთ.
ახლახან განძის N1 საჯარო სკოლაში, მე-5 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში განახორციელეს პროექტი შემდეგ თემაზე: „ჩემი ნაგებობა".
მოსწავლეებმა წარმოადგინეს კრეატიული ნამუშევრები და ჩაატარეს საინტერესო პრეზენტაცია: რით არის განსხვავებული მათი ნაგებობა; რამდენია არსებული დეტალების სიგრძე, სიგანე, პერიმეტრი, ფართობი და ბოლოს, დასკვნის სახით, ყველაზე დიდი ფართობის მქონე მაკეტიც შეარჩიეს.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს ესწრებოდნენ დაწყებითი კლასის მათემატიკის მასწავლებლებიც. აქტივობა პედაგოგის, დიანა გალოიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა, დასასრულს კი მოსწავლეებმა მიიღეს სიგელებიც.