ბარალეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სომეხი მწერლის შემოქმედებას ღონისძიება მიუძღვნეს
02-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბარალეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია, სკოლაში თანამშრომლობითი კულტურა, პოზიტიური, უსაფრთხო გარემო უმაღლეს დონეზე იყოს და მოსწავლეები მთავარ ადამიანურ ღირებულებებზე ვითარდებოდნენ.

სწორედ ამ მიზნით, ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში არაერთი აქტივობა ტარდება და ახლახან, სომხური ენის მასწავლებლის, ჰოვინე ხეჩოიანის ხელმძღვანელობით, გაიმართა „პარუირ სევაკ“- მწერლისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

„აღსანიშნავია, რომ პარუირ სევაკის ნამუშევრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომეხი ხალხის ცხოვრებაში... შეუძლებელია წაიკითხო და სიამოვნება არ იგრძნო მისი შემოქმედებისაგან“, - ასე აფასებენ მწერლის შემოქმედებას ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში და გვიამბობენ, რომ ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს რამდენიმე ეპიზოდი სევაკის ცხოვრებიდან, ლექსები და ემოციებით დატვირთული კიდევ ერთი დღე ჩაწერეს მშობლიური სკოლის ისტორიაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203