Die Familie - საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მე-5 კლასელთა გერმანული ენის მრავალფეროვანი გაკვეთილი
02-04-2024

საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლის V კლასში, გერმანულ ენაში, თემაზე - Die Familie საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

მოსწავლეებმა ოჯახის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, რომლებიც კლასში წარადგინეს.

ბავშვებმა გერმანული ენის ცოდნა წარმოაჩინეს და საჭირო უნარები შეიძინეს. 

აქტივობებში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

სკოლაში, პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდაზე აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203