„სამეფო კარის თამაშები ვეფხისტყაოსანში“ - საინტერესო ღია გაკვეთილი აჭყვას საჯარო სკოლაში
02-04-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ მოსწავლეებს საინტერესო, შემეცნებითი და ორიგინალური გაკვეთილები შესთავაზონ.

ამის ნათელი მაგალითია,  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - იზა ვაჩეიშვილის, მე-10 კლასში გამართული ღია გაკვეთილი, თემაზე - „სამეფო კარის თამაშები ვეფხისტყაოსანში“.

მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებში, თითოეული ჯგუფს ევალებოდა კონკრეტულ სამეფოზე მოეძიებინა ინფორმაცია ტექსტიდან, ემსჯელა მართვის სტილზე და შეეფასებინა მმართველთა და სამეფო კარზე მყოფი დიდგვაროვნების ქცევა.

ბავშვებმა ასევე პარალელები გაავლეს მე-12 საუკუნის საქართველოს სამეფო კარის ამბებზე, იპოვნეს მსგავსება-განსხვავება, ისაუბრეს ტექსტში წარმოდგენილ რეალობასა და გამოგონილზე. მოსწავლეებმა დავალება პრეზენტაციის სახით წარადგინეს. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში კომუნიკაციის, ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და მსჯელობის უნარების განვითარებას.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203