ორღულის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებზე საინფორმაციო ღონისძიება გაიმართა
02-04-2024

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლაში ზრუნავენ, რომ მოსწავლეებს გარემოს სიყვარული შთააგონონ და ამ კუთხით მათი ცნობიერება აამაღლონ

სწორედ ამ მიზნით, სკოლა 22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის დღის აღსანიშნავ კამპანიას შეუერთდა. 

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში ჩატარდა საინფორმაციო სახის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა წარადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, ისაუბრეს წყლის რესურსების როლზე, გლობალურ მნიშვნელობასა და მდგრად მართვაზე. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის მასწავლებელი ეთერი ნოზაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203