
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, ისინი გარემოსდაცვით აქტივობებსა და პროექტებში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, ჩხაკოურას საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა „ბახვი ჰესი1-თან“ თანამშრომლობის საფუძველზე, მოამზადეს პროექტი, რომელიც ნარჩენების დახარისხებას ითვალისწინებდა.
პროექტის მთავარი მიზანი გარემოს დაცვა/გაფრთხილება, „ნულოვანი ნარჩენი გარემოში“, გახლდათ.
პროექტის ფარგლებში, საინტერესო აქტივობები განოხრციელდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.
„პროექტის საფუძველზე ჩვენს ხეობაში პირველად, ჩხაკოურას საჯარო სკოლის ტერიტორიაზე განთავსდა სეპარირების ყუთები (მინი, თუნუქი, ქაღალდი, პლასტმასი)“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროექტის ორგანიზატორები: ჩხაკოურას საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები, „ბახვი ჰესი1“, გიორგი ბერეჩიკაშვილი, ხათუნა ლოსავა და ნათელა ირემაძე გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: