„წიგნის იმიტირებული არჩევნები 2024“ - თბილისის N108 სკოლაში, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, საინტერესო აქტივობა განხორცილდა
02-04-2024

„ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი’“, - გურამ დოჩანაშვილის ამ გამონათქვამის გათვალისწინებით, თბილისის N108 საჯარო სკოლაში, ოქტომბრიდან მიმდინარეობს პროექტი „წიგნიერების დონის ამაღლება’’, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, სკოლაში, მრავალი საინტერესო აქტივობა ჩატარდა, რომელშიც ჩართულნი არიან სამივე საფეხურის მოსწავლეები.

ამჯერად, სკოლაში, საზოგადოებრივი მენციერებებისა და უცხო ენების კათედრების ინიციატივით, პროექტის ერთ-ერთი აქტივობა - „წიგნის იმიტირებული არჩევნები 2024“ განხორცილდა. 

მისი მხარდამჭერი და განმახორციელებელია სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბ „მაინდერების​“ წევრები. მათი ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა იმიტირებული არჩევნები მე-9 კლასებში, რომელშიც კანდიდატები არა პოლიტიკური ფიგურები, არამედ ცნობილი წიგნები იყვნენ.

პროცესი მიმდინარეობდა დემოკრატიული არჩევნების ყველა პრინციპის დაცვით. პროცესს აშუქებდა როგორც მოსწავლეთა თვითმმართველობასთან არსებული „მედიაკლუბი“, ასევე უცხოელი ჟურნალისტ-დამკვირვებელი.

ხუთი კანდიდატი წიგნიდან: „ჯეინ ეარი“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „ნუ მოკლავ ჯაფარას“, „ ბიჭი ზოლიან პიჟამაში“, „უფლისწული და მათხოვარი“, მოსწავლეთა ფარული კენჭისყრის შედეგად დათვლილი ბიულეტენთა რაოდენობიდან გამომდინარე, ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა გამარჯვებული წიგნი-ნოდარ დუმბაძის - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის საზოგადოებრივი და უცხო ენის კათედრის წევრებს, მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიურ მხარდამჭერებს: ნინო ოქრომელიძეს, გიორგი გაბრავას, ნოდარ თეთვაძეს, ტატო მოდებაძეს, გიგი უსენაშვილს, მარიამ სულიაშვილს, მარიამ მაისურაძეს, მარიამ რატიანს, ლიზი უსენაშვილს, ელენე სულიაშვილს, ელენე ქენქაძეს, ნიკოლ აბრამიანს, მარიამ ასლამაზიშვილს, მარიამ გორელიშვილს.

„მადლობა საარჩევნო კომისიის წევრებს, დამკვირვებლებს, ამომრჩევლებსა და მეცხრე კლასის დამრიგებლებს: თამუნა ლობჯანიძეს, სალომე რაზმაძეს, მაია თურმანიძეს, ხათუნა ბეგიაშვილსა და ნათია ქაცარავას, ისტორიის მასწავლებლებს: ბაქარ ნადარაიას, ბელა გზირიშვილს.

განსაკუთრებული მადლობა მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეს - ქრისტინე ნადირაძეს, სამოქალაქო განათლების კლუბ „მაინდერების“ ლიდერს - გიორგი გაბრავას, სამოქალაქო განათლების მასწავლებელს - თეა ხმალაძესა და ინგლისური ენის მასწავლებელს - ჯილდა ჩაჩანიძეს არჩევნების ორგანიზებულად ჩატარებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში წიგნიერების დონის ამაღლებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203