ქარცეფის საჯარო სკოლაში წინასააღდგომო ღონისძიება გაიმართა
02-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ამ დღესასწაულის სიმბოლური ნივთები და კერძები სკოლაში წარადგინეს, მათი პრეზენტაცია გააკეთეს, სომხურ ტრადიციებს გაეცნენ და ეს დღე იზეიმეს. 

მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ, მიიღეს მრავალი საინტერესო ინფორმაცია და სააღდგომო ტრადიციებზე ისაუბრეს.  

აღსანიშნავია, რომ სომხურმა ეკლესიამ აღდგომა 31 მარტს იზეიმა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203