ჯვარის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში კინოჩვენება გაიმართა
02-04-2024

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N1 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში კინოხელოვნებისადმი სიყვარულის გაღვივებასა და მისი მნიშვნელობის გაცნობიერებას. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლის ბიბლიოთეკაში კინოჩვენება მოეწყო, რომელშიც დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ მოსწავლეები. 

კინოჩვენებისთვის სკოლის ბიბლიოთეკარმა მოსწავლეებისთვის შეარჩია ასაკის შესაფერისი მხატვრული და მულტიპლიკაციური ფილმები. 

დღე საინტერესო, ემოციებით დატვირთული და სასიამოვნო იყო, მოსწავლეებმა ფილმების ნახვის შემდეგ, თავიანთი შთაბეჭდილებები ერთმნაეთს გაუზიარეს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203