საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ტობანიერის საჯარო სკოლაში დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა
02-04-2024

26 მარტის - საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონატზე საგზურის მოპოვების შემდეგ, ქვეყანაში ემოციები არ ცხრება, მთელი ერი ზეიმობს ამ დიდ წარმატებას, გამონაკლისი არც ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაა. 

სკოლაში დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა დიდი გამარჯვება - აფრიალებული საქართველოს დროშები, სახემოხატული პატარები, მისალოცი პლაკატები, გამარჯვების სიმღერები და დიდი ჟრიამული იყო სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ მე-3 კლასელებმა დიდი სიხარულით შექმნეს მრავალფეროვანი პლაკატები და აღნიშვნას ასე შეუერთდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ამავე სკოლის მოსწავლე ლუკა სტადიონიდან გულშემატკივრობდა ნაკრებს და პირდაპირი მომსწრე გახდა ისტორიული გამარჯვების, მან იქ განცდილი ემოციები და შთაბეჭდილებები თანაკლასელებს გაუზიარა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203