„ლუდომანია - თამაშში წაგებული ცხოვრება!“ -  ტობანიერის საჯარო სკოლაში მათემატიკის გაკვეთილი აქტუალურ პრობლემას მიეძღვნა 
02-04-2024

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში მოსწავლეების ინფორმირებულობას, საზოგადოებაში აქტუალურ თემებსა და პრობლემებზე დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, სკოლაში საინტერესო მათემატიკის გაკვეთილი გაიმართა, თემაზე - „ლუდომანია - თამაშში წაგებული ცხოვრება!“. 

სკოლა გვიზიარებს დღის დადებით ემოციას, უაღრესად აქტუალურ თემაზე, ძალიან საინტერესოდ დაგეგმილი და საჭირო ინფორმაციებით დატვირთული გაკვეთილის შესახებ, რომელიც XII კლასში გაიმართა.

გაკვეთილზე აღინიშნა, რომ სამწუხაროდ, დღეს ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, რაც თავის მხრივ უამრავი პრობლემის დასაბამია.​

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, გაკვეთილზე XII კლასელებმა წარადგინეს თავიანთი შექმნილი პრეზენტაციები და ისაუბრეს ყველა იმ შესაძლო უარყოფით მხარეზე, რაც ახლავს ლუდომანიას და პირდაპირ კავშირშია მათემატიკასთან

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს პედაგოგი მზია ბურკაძე ხელმძღვანელობდა. 

სკოლის ხელმძღვანელმა ია მეფარიშვილმა, დიდი მადლობა გადაუხადა პედაგოგს ამგვარად დაგეგმილი გაკვეთილებისთვის და მას, თავის მოსწავლეებთან ერთად მრავალი წარმატება უსურვა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203