სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუზეუმში XIX საუკუნის ლიტერატურულ-სალონური ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები გააცოცხლეს
02-04-2024

ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით არაერთ საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობენ.

ამჯერად, ისინი პედაგოგ მანანა ჯანხუტაშვილის ორგანიზატორობითა და ხელმძღვანელობით, მუზეუმს ესტუმრნენ.

მათ, მუზეუმში, როგორც გვიყვებიან, საოცარი ოსტატობით წარადგინეს XIX საუკუნის ლიტერატურულ-სალონური ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები, წარმოსახვითი და რეალური პერსონაჟები.

მოსწავლეებმა, მუზეუმის სივრცეში, ეპიზოდურად გააცოცხლეს XIX საუკუნე და შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მოსწავლეთა ნიჭითა და უნარებით იქ მყოფი თითოეული ადამიანი მოიხიბლა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის დირექტორს - ნინო ღლონტსა და ლიტერატორ ლალი ეგნატიევს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203