​„ნაციონალური სამოსი“ - ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა
02-04-2024

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო გაკვეთილი და ღონისძიება იმართება.

​ამჯერად, სკოლის მე-9 კლასში, ხელოვნების უფროსმა მასწავლებელმა - გიორგი მეტრეველმა ღია გაკვეთილი თემაზე - „ნაციონალური სამოსი“ ჩაატარა.

მოსწავლეებმა ეროვნული სამოსის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომელთა შესახებაც შემდგომ კლასში პრეზენტაცია წარადგინეს. მათ ასევე მისი დატვირთვისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა აიმაღლეს.

ბავშვებმა ისიც აღნიშნეს, რომ ეროვნული სამოსი ერის განუყოფელი ნაწილია.

გაკვეთილი ძალიან ინფორმაციული და ნაყოფიერი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203