
წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა.
მე-2 კლასის მოსწავლეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს.
ისინი, პედაგოგ ქრისტინე ჩიხლაძის ხელმძღვანელობით, სლოგანის - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“ გარშემო გაერთიანდნენ და სინდრომის შესახებ მნიშვნელოვანი, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს.
მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში წვლილი შეიტანეს.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ეს დღე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: