
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრება წახალისებულია, შესაბამისად, მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
ახლახან, 2023-2024 სასწავლო წლის საქართველოს რეგიონალური სპორტული ოლიმპიადა დასრულდა.
ოლიმპიადაზე ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და რეგიონალურ შეჯიბრებაზე, ხელბურთში მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვეს.
გუნდს ხელმძღვანელობდა ტყიბულის N6 საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგი მირზა სოფრომაძე.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მასწავლებელთან ერთად წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ სკოლის სახელით მათ ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: