თაიას საჯარო სკოლის მოსწავლეები კულტურის ძეგლების დაცვის სადარაჯოზე - მეათეკლასელების შთამბეჭდავი პროექტი ხელოვნებაში
02-04-2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, თაიას საჯარო სკოლა, სრულად პასუხობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და შესაბამისად, ყველა სიახლე, რომელსაც ახალი ესგ რეკომენდაციის ფარგლებში სთავაზობს სკოლებს, წარმატებით ინერგება, მათ შორის პროექტებით სწავლებაც.

ახლახან თაიას საჯარო სკოლის მეათეკლასელებმა, განახორციელეს სავალდებულო პროექტი ხელოვნებაში, რომლის მიზანიც გახლავთ რეგიონის, ქალაქის, სოფლის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, კვლევა და პოპულარულიზაცია.

მოსწავლეებმა მოინახულეს სოფელში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ძეგლი - ოცინდალეს წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, გადაიღეს ფოტო და ვიდეო მასალა. მოიძიეს ინფორმაცია ტაძრის შესახებ და პროექტის დაცვის დღეს, მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი - მამა ეგნატე ესართია მოიწვიეს.

პროექტის ფარგლებში მოეწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა და ზოგად ჭრილში, თაიას საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქტივობამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ პროექტს ხელმძღვანელობდა ხელოვნების პედაგოგი, ელისო ჯალაღონია, რომელიც მუდმივად იღვწის, მოსწავლეებმა, გაკვეთილზე მიღებული ცოდნა სხვადასხვა აქტივობებით განიმტკიცონ და რაც მთავარია, სწორედ ელისო მასწავლებლის დამსახურებით, ადგილობრივ მოსწავლეებს აქვთ დეტალური ინფორმაცია მშობლიური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203